ბოსელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:36, 25 ივნისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოსელი - საცხოვრებელი სახლისაგან დამოუკიდებელი საქონლის საზამთრო ნაგებობა.
კედელში სარკმელს ატანდნენ სინათლისათვის. ბოსელის იატაკი იყო გათლილი მორები ან სიპი ქვა. („ზღვე“, „ბოგა“ დას. საქ).
ბოსელში კედლის გასწვრივ არის ფიცრის ან ლასტის ბაგა, სადაც საქონლის საკვები იყრება. ცალკეა მეწველი და მუშა საქონლის ადგილი. ბოსელში ლასტით გამოყოფილია სახბორე, საცხვრე ადგილები. ზოგჯერ ბოსელს ადგამდნენ საბძელს.
ბოსელის სახელწოდება ღვთაება ბოსელს და დღესასწაულ ბოსლობას უკავშირდება. ქართლში ბოსელს გომად ან გომურად მოიხსენიებენ.
- გ.გ.