მეკენძალა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:52, 24 მაისი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მეკენძალა – (Aruncus dioicus [Walter] Fernald = Aruncus Raf.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 1-1.5 მ სიმაღლისა. აქვს გრძელი ფოთლები, გრძელყუნწიანი, ორმაგ-ფრთისებური და რთული, ფოთოლაკი – 9. ზედა ფოთლები მთლიანია, ქვედები ფრთისებურად არის დაყოფილი 3-7 ნაკვთად. ნაკვთები მოგრძო-კვერცხისებურია ან ოვალურ-ლანცეტა. გვირგვინის ფურცლები თეთრია და პატარა. შეკრებილია საგველასებურ ყვავილედებში. ყვ. ნაყ. V-VIII. ტყიანი ჰაბიტატების მცენარეა, იზრდება ტყეებში, ტყის პირებზე, მოტენიანო ქვიან და კლდიან ეკოტოპებზე. გვხვდება კახეთის კავკასიონსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. საქართველოში მისი ნახვა შესაძლებელია, პრაქტიკულად. ყველგან.