შროშანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:56, 3 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შროშანა – (Convalleria majalis L. = Convallaria Transcaucasica Utkin ex Grossh.); ოჯახი: შროშანისებრნი (Convalariaceae). მრავალწლიანი, ფესურიანი მცენარეა, სიმაღლე – 20-40 სმ. ფესურა მხოხავია და გრძელი. ქვედა ფოთლები სიფრიფანაა და თეთრი. ღეროსეული ფოთოლი მწვანეა, მოგრძო-კვერცხისებური ან ელიფსურ-ლანცეტა. საყვავილე ღერო 15-30 სმ სიგრძისაა, მტევანი – 5-8 სმ სიგრძისა. ყვავილი თეთრია, ზოგჯერ შიგნიდან იისფერზოლებიანი, სურნელოვანი, ზარისებური, ყვავილის ყუნწი დაკიდულია. ყვ. IV-V; ნაყ. V-VII. მცენარე გავრცელებულია ფოთლოვან ტყეებსა და ბუჩქნარებში, კახეთში ყველაზე ხშირია მუხნარ და რცხილნარ-მუხნარ ტყეებში. მისი ნახვა შესაძლებელია უჯარმისა და თელავის მიდამოებში.