დეზურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:38, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დეზურა - (Delphinium schmalhausenii Albov.); ოჯახი: ბაიასებრნი (Ranunculaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, 20-80 სმ სიმაღლის, ღერო მსხვილია, მარტივი ან სუსტად დატოტვილი, ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბეწვებით. ფოთლები მრავალჯერ არის დაყოფილი ხაზურ ნაკვთებად, რომლებიც შიშველია ან შებუსული. ყვავილედი მრავალყვავილიანია, გრძელი, ძირითადად – მარტივი. ყვავილები ცისფერია, გარედან ბეწვებიანი. VII-VIII. მცენარე დამახასიათებელია სუბალპური მდელოებისათვის, მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის სუბალპურ მდელოებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.