ხეჭრელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხეჭრელი - (Frangula alnus Mill.); ოჯახი: ხეჭრელი (Rhamnaceae). 6-7 მ სიმაღლის ბუჩქია ან ხე, გლუვი, შავი ქერქით. ტოტები უეკლოა, სწორი, ერთწლიანი ტოტები მოწითალო ყავისფერია. ყლორტებიშიშველია ან ოდნავ შებუსული, ფოთლები რიგებადაა განლაგებული, იშვიათად – მოპირისპირედ; მოგრძო-ელიფსური ან უკუკვერცხისებური, კიდემთლიანი. ყვავილები იღლიურია. გვირგვინი მოწითალო თეთრია. ნაყოფი ჯერ მწვანეა, შემდეგ – წითელი, ბოლოს კი – შავი. ყვ. ნაყ. VI-IX. იზრდება დაბლობიდან ტყის ზედა სარტყლამდე. მცენარე დამახასიათებელია ფოთლოვანი ტყეების ქვეტყისათვის, იზრდება აგრეთვე ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ კისისხევისა და შუამთის მიდამოებში, მდინარე ფაფრისხევის ხეობაში. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.