ხახია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 1 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხახია – (Pachyphragma macrophillum [Hoffm.] N. Busch); ოჯახი: ჯვაროსნები (Brassicaceae). 20-40 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სრულიად შიშველი. ერთი ან რამდენიმე, ძირითადად, მარტივი ღეროთი. ქვედა ფოთლები დიდი ზომისაა, გულის ან თირკმლის ფორმის, გრძელყუნწიანი. ღეროსეული ფოთლები კვერცხისებურია. ყვავილის ყუნწები ცერად არის აღმართული, ნაყოფობისას გრძელდება. გვირგვინის ფურცლები თეთრია. ყვ. ნაყ. IV-VII. მცენარე იზრდება ტყეებში, ტყის პირას, დამახასიათებელია ტენიანი და მდიდარი ნიადაგით წარმოდგენილი ტყეებისათვის, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია კახეთის კავკასიონის წიფლნარი ტყის სარტყელში. ქმნის ტყის ტიპს. გავრცელებულია მთელ ტყიან საქართველოში.