კლდის მოცხარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 30 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კლდის მოცხარი

კლდის მოცხარი – (Ribes biebersteinii Berl. Ex DC.); ოჯახი: ხურტკმელისებრნი (Grossulariaceae). 2 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. ერთწლიანი ყლორტები ღია ფერისაა, შიშველი. ფოთლები დიდი ზომისაა, ძირითადად, სქლად შებუსული. ხუთნაკვთიანი და გულის ფორმი ძირით. ყვავილედი მტევანია, 15-20-ყვავილიანი. ნაყოფი მუქი მეწამული ფერისაა. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ტყეებში, ტყის პირას დ ბუჩქნარებში. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები