დელტაპლანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:30, 26 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დელტაპლანი (ბერძნული delta - ასო D დასახელება და ლათინური lanum - სიბრტყე), ბერძნული ასო „დელტას” ფორმის დრეკადი ფრთის მქონე ბალანსირებადი პლანერი. მართვას ახორციელებს მფრინავი, რომელიც საგანგებო საკიდი სისტემით მაგრდება დელტაპლანზე ქანქარის მსგავსად.
დელტაპლანს პატარა ძრავით (50 კვტ-მდე სიმძლავრის) და საჰაერო პროპელერით, მართავს მფრინავი, რომელსაც ეწოდება მოტოდელტაპლანი. მისი გამოყენება შესაძლებელია საჰაერო დაზვერვის, ცეცხლის კორექტირების, დესანტის გადასროლის და სხვა მიზნებისთვის.