გალერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:48, 27 ოქტომბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გალერა
(იტალ. galera)
იალქნიანნიჩბიანი გემი, რომელიც VII–XVIII სს-ში თითქმის ყველა ქვეყნის საზღვაო ფლოტში არსებობდა.
პირველად შეიქმნა ვენეციაში. სიგრძე 40–60 მ, სიგანე 4–7,5 მ, ჩაჯდომა 2 მმდე, ჰქონდა 15 მმდე სიგრძის 16–32 წყვილი ნიჩაბი.
XIV ს-დან გალერაზე იყო ზარბაზნები, ეკიპაჟი 450 კაცამდე (5–9 კაცი ნიჩაბზე). მას კატორღასაც უწოდებდნენ.