რეფრიჟერატორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:45, 7 ნოემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეფრიჟერატორი, რეფრიჟერატორული გემი
(ფრ. Refrigerateur – მაცივარი < ლათ. refrigeo – ვაცივებ)
მშრალტვირთიანი გემი მალეფუჭებადი ტვირთების (ბოსტნეულის, ხილის, ბანანის, გაყინული ხორცისა და თევზის) გადასაზიდად.
აქვს სამაცივრო მანქანა, რომელიც უზრუნველყოფს ტრიუმებში –30 °C -მდე ტემპერატურას.