ჭერამი
ჭერამის სახელწოდებით საქართველოში ცნობილია გარგარის ჯიშის, Pr. Armenica–ს თესლნერგი.
ჭერამის ხეები აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში გვხვდება გაფანტული სახით და უფრო ვრცლადაა გავრცელებული ვიდრე გარგარის კულტურული ჯიშები.
ჭერმებს შორის გვხვდება მრავალი ჯიშური ფორმა, რომლებიც განირჩევიან ერთი–მეორესაგან სიმწიფის დროით, ნაყოფის სიმსხოთი და შეფერვით.
ამ თესლნერგებიდან მოსახლეობა „ყაისის“ სახელწოდებით არჩევს ფორმებს, რომლებსაც კურკაში ტკბილი თესლი აქვს.
ჭერმებს შორის არის წარმოებისათვის ღირსშესანიშნავი ფორმები, როგორც მაგალითად, ჭერამის ის ფორმები, რომლებიც მოცემულია სურათებზე.
ჭერამის ნაყოფს უმთავრესად ფაფის, საწებლებისა და წვენის დასამზადებლად ხმარობენ. იხმარება აგრეთვე ნედლადაც.
წყარო
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;