შოფლიფტინგი
შოფლიფტინგი - მაღაზიიდან ნივთების მოპარვა. ამ ტიპის ქურდობა, სხვა ტიპის ქურდობის მსგავსად, ჩადენილია იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც საერთოდ არ აღენიშნებათ ფსიქიკური აშლილობა. ბევრი მოზარდი აღიარებს მაღაზიიდან ნივთების პერიოდულად მოპარვის ფაქტს. დაკვირვების სახით წარმოებული გამოკვლევა და მაღაზიების მიერ დაფიქსირებული დიდი დანაკარგები იმაზე მიუთითებს, რომ მაღაზიიდან ნივთების მოპარვა გავრცელებულია ზრდასრულ პირებში.
შოფლიფტერების უმცირესობას ახასიათებს ფსიქიატრიული აშლილობა, თუმცა, ზოგჯერ, შოფლიფტინგს, დეპრესიული აშლილობის და სხვა ფსიქიატრიული დიაგნოზები უკავშირდება (Lamontagne, 2000). ფსიქიკური დაავადების მქონე ნებისმიერმა პაციენტმა შეიძლება იქურდოს ეკონომიკური საჭიროებიდან გამომდინარე. ეს ეხება განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს მოიხმარენ. სოციალურად განმუხრუჭებულ პაციენტებს, მეტად ახასიათებთ იმპულსური ქურდობა. კვებითი აშლილობის მქონე პაციენტებმა შეიძლება საჭმელი მოიპარონ. სხვა შემთხვევაში, შოფლიფტინგი, შეიძლება, უყურადღებობის შედეგს წარმოადგენს (მაგ., ორგანული ფსიქიკური აშლილობა, რომლის დროსაც ადამიანი დაბნეული ან გულმავიწყია ან პანიკის შეტევა, რომლის დროსაც ადამიანი შეიძლება მაღაზიიდან გაიქცეს ნივთის საფასურის გადაუხდელად).