წმინდა წერილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:50, 25 სექტემბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წმინდა წერილი - საღვთო გამოცხადების წერილობით მოწმობას ეწოდება ბიბლია (რაც ნიშნავს „წიგნს“, „წიგნებს”) ან წმინდა წერილი. ბიბლია იწერებოდა სხვადასხვა ადამიანის მიერ ათასობით წლის მანძილზე. იგი იყოფა ორ — ძველ და ახალ აღთქმად („აღთქმა“ ნიშნავს „ანდერძს“ , „შეთანხმებას“ ან „ხელშეკრულებას”). ბიბლია შეიცავს მრავალ წერილობით ძეგლს: კანონს, წინასწარმეტყველებას, ისტორიას, პოეზიას, თხრობას, აფორიზმს, მოტივს, ეპისტოლესა და სიმბოლურ გამოცხადებას.