ეკალღიჭი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:45, 2 ოქტომბერი 2019-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ეკალღიჭი – (Smilax excelsa L.); ოჯახი: ეკალღიჭისებრნი (Smilacaceae). ეკლებიანი, მცოცავი ლიანა ბუჩქია. ღერო გრძელია, დაკლაკნილი, ოდნავ წახნაგოვანი და წახნაგებზე ეკლიანი. ფოთლები წაწვეტებულია, სამკუთხა-კვერცხისებური ან მომრგვალო-კვერცხისებური, ფუძე გულისებური, რკალური დაძარღვით; დამახასიათებელია ორი ულვაში, ქოლგა ყვავილედი 4-10-ყვავილიანია. ყვავილსაფარი მომწვანო-მურა ფერისაა; ყვ. ნაყ. IV-VII. იზრდება მთისწინებზე და ტყის სარტყელში, სადაც ქმნის გაუვალ რაყებს; ტყის კლდეღორღიან, კირქვიან ეკოტოპებზე აგრეთვე ჭაობიან ტყეებში, კირქვიან კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან გავრცელებულია მთელ საქართველოში.