გუდანის ჯვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
01:59, 29 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გუდანის ჯვარი – ანუ გუდანის წმინდა გიორგი, ყველაზე ძლიერი ჯვარი ხევსურეთის ჯვართა (ღვთისშვილთა) შორის, რომლის საყმო შედგება სამი საგვარეულოსგან (არაბული, ჭინჭარაული და გოგოჭური). მათი ერთიანობა სამაგანძუროდ იწოდება. გუდანის ჯვარის მეტსახელებია: გუდანის საღვთო, ბერი ბაადური, ბეგენგორს მებურთვალი.