ირქის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ირქის ეკლესია – ერთ მონადირეს აბასთუმნის გზით ტყეზე გამოუვლია. შუაგულ ტყეში ეკლესია უნახავს. უვლის ამ ეკლესიას გარშემო, უნდა რომ რამე შესწიროს, მაგრამ თან არაფერი აქვს. ბოლოს, ამოუღია ორი მარცვალი, მოუბნევია და უთქვამს: შენთვის მომივალებიაო.

ერთი წლის შემდეგ მონადირემ მოაკითხა ეკლესიას და ხედავს, მის ირგვლივ პურის ყანაა გაზრდილი. მოეწონა მონადირეს ეს ადგილები, ხალხმაც გაიგო, დასახლდა და ასე გაჩნდა სოფელი ვალე მონადირის ნათქვამზე, „შენთვის მომივალებიაო“.


ეს ეკლესია კი ირქის ეკლესია იყო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები