კარაჭინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:52, 31 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კარაჭინა – წინდის მეორედ გამოქსოვილი ძირი, შალის უხეში ნართისაგან მოქსოვილი და ფერადი ძაფებით დაჭრელებული ფეხსამოსი, წინდის ზემოდან ჩასაცმელი. ზოგ შემთხვევაში კარაჭინს ძირზე ტყავს გამოაკერებდნენ. ჭვანის ხეობის მასალებით იგი ზამთარ-ზაფხულ ჩასაცმელი იყო. საზაფხულო კარაჭინს აბრეშუმისა და ბამბის ძაფისაგან ქსოვდნენ, შალისას – ზამთარში იყენებდნენ.
ლიტერატურა
ნიჟარაძე, 1971:222.