კეცი (ჭურჭელი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:17, 29 იანვარი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კეცი – თიხისაგან დამზადებული საცხობი, მრგვალი და ღრმა, დაახლოებით ხუთი-შვიდი სანტიმეტრი სიღრმის თიხის ჭურჭელი.
აჭარაში ბოლო დრომდე მჭადის საცხობი კეცები ფართოდ იყო გავრცელებული. მას ძირითადად თიხისაგან ამზადებდნენ, თუმცა გავრცელებული იყო ქვისაგან გამოთლილი კეცებიც. ისინი მხოლოდ ზომის მიხედვით განსხვავდებოდნენ: დიდი კეცი, პატარა კეცი, რაც ოჯახის წევრთა რაოდენობითა და გამომცხვარი მჭადის საჭიროებით განისაზღვრებოდა. კეცის ნაირსახეობა იყო შეხურვილი კეცი (ყურებიანი კეცი).
წყარო
ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა [კატეგორია:სამზარეულო ჭურჭელი]]