ზურაბ აბაშიძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ აბაშიძე

აბაშიძე ზურაბ – დაიბადა 1973 წლის 3 მაისს ქ. თბილისში.

განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი (1995).

სამუშაო გამოცდილება

  • მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში (2002-2004);
  • იუსტიციის მინისტრის მოადგილე (2004-2005);
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრი, მინისტრი საგანგებო დავალებათა საკითხებში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე (2005-2007).
  • პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი (2009-2010).
  • ქ. თბილისის მეოთხე მოწვევის საკრებულოს წევრი (2010-2012): საარჩევნო ბლოკი „ალიანსი საქართველოსთვის“, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
  • პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, №6 სამგორის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. (2012-2015)


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები