ინგუშა აბესაძე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
აბესაძე ინგუშა – დაიბადა 1939 წლის 12 აპრილს ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში.
განათლება – ჩრდილო ოსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ქ. ვლადიკავკაზი) ისტორიის ფაკულტეტი (1971). სამხედრო სამსახური (1958-62).
სამუშაო გამოცდილება – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): მაჟორიტარი, წყალტუბოს №6.58 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ჯანმრთელობის დაცვის კომისიის, ეკონომიკურ საკითხთა კომისიის წევრი.
ღირსების ორდენის კავალერი.