ბასილია თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ ბასილია – დაიბადა 1957 წლის 10 მარტს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჩაისუბანში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას (1979-91).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-94): საკომპენსაციო სიით, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე.
- საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე (1994-95);
- საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმის საკითხებში (1996-2003).