ჩასასხმელი დოკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:40, 8 მარტი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩასასხმელი დოკი - სამშენებლო-ჩამშვები ნაგებობა, რომელსაც ქარხნის ტერიტორიაზე გასასვლელი არა აქვს.
გემების მშენებლობა და რემონტი ხორციელდება ჩასასხმელი დოკის შიგნით, რისთვისაც იგი აღჭურვილია ამწე-სატრანსპორტო მოწყობილობით, და საინჟინრო ქსელებით ელექტროენერგიისა და შეკუმშული ჰაერის მისაწოდებლად.