ნახვევიანი საბმელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:43, 13 დეკემბერი 2016-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნახვევიანი საბმელი - ეს კვანძი მარტივი საბმელისგან განსხვავდება ერთი დამატებითი ნახვევით იმ საგნის გარშემო, რომელზეც მიმაგრებულია გვარლი.
მარტივი საბმელისგან განსხვავებით, ეს კვანძი საიმედოა ხანგრძლივი დგომების შემთხვევაში და გამოიყენება, როდესაც მოსალოდნელი არ არის ნავმისაბმელების სწრაფად მოხსნის საჭიროება. ამ კვანძის გამოყენება მიზანშეწონილია აგრეთვე გვარლის მისამაგრებლად ყულფთან, ამწეს კავთან და რგოლსარჭთან.
წყარო
ვარძელაშვილი, დიმიტრი. საზღვაო კვანძები/რედ. ალ.ჯავახიშვილი. - მე-3 შესწორებული გამოცემა - [თბ.]: ალავერდი, 2015. – 56 გვ: ნახ.;