კუკავა კახა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კახა კუკავა – დაიბადა 1976 წლის 12 ივლისს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1998).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; იურიდიული კომიტეტის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი, ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ მდივანი, 2007 წლიდან - თავმჯდომარე;
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2010-2014) პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - „ეროვნული საბჭო“.