სანებლიძე ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ სანებლიძე – დაიბადა 1958 წლის 31 იანვარს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი, ეკონომიკური რეფორმის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).