სუბარი სოზარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოზარ სუბარი – დაიბადა 1964 წლის 4 ნოემბერს მესტიაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1987).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო და ჟურნალისტურ საქმიანობას.
- საქართველოს სახალხო დამცველი (2004-2009).
- პარლამენტის წევრი (2012): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი (2012-2014);
- 2014 წლიდან ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი.