ტალახაძე ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ ტალახაძე – დაიბადა 1955 წლის 21 აგვისტოს ხარაგაულის რაიონის სოფელ მოლითში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (1977); ასპირანტურა (1983).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო საქმიანობა (1979-89).
- საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №4 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია.
- მე-4 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1995-99): ედპ-ის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 [[[კატეგორია:საქართველოს III მოწვევის პარლამენტის წევრები 1992-1995]]