უსუფაშვილი დავით
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
დავით უსუფაშვილი – დაიბადა 1968 წლის 5 მარტს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში.
განათლება
- ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1992).
- დიუკის უნივერსიტეტის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (1999).
- სამხედრო სამსახური (1986-88).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (1989-1995);
- სახელმწიფო მეთაურის იურიდიული მრჩეველი (1992-1995).
- სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (1993-95);
- ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველო“-ს საბჭოს წევრი (1995-97, 2000-2001);
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამფუძნებელი, თავმჯდომარე (1994-97).
- საქართველოს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: მაჟორიტარი, №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი.