ბოლქვაძე ანზორ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანზორ ბოლქვაძე – დაიბადა 1960 წლის 9 სექტემბერს ხულოს რაიონის სოფელ უჩხოში.
განათლება – ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1993). სამხედრო სამსახური (1980-82).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას (1983-2001).
- პარლამენტის წევრი (2008-2012) - მაჟორიტარი, №84 ხულოს საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან - მაჟორიტარი, №84 ხულოს საარჩევნო ოლქი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დიასპორისა და კავკასიის საქმეთა კომიტეტის წევრი, ფრაქციის „დამოუკიდებელი მაჟორიტარები - ძლიერი რეგიონებისათვის“ მდივანი.
ღირსების ორდენის კავალერი.