გოგორიშვილი ხათუნა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ხათუნა გოგორიშვილი – დაიბადა 1964 წლის 4 სექტემბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი (1987).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა პედაგოგიური საქმიანობას;
- საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი (1992-2003);
- საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი (1995-2003).
- პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (2008- 2012) პარტიული სიით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“; საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, თავმჯდომარის მოადგილე.