კახაძე კახაბერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კახაბერ კახაძე – დაიბადა 1951 წლის 22 სექტემბერს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1973).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო საქმიანობას.
- ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობის წევრი.
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95) საკომპენსაციო სიით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებისაგან, საგარეო საქმეთა კომისიის, ხელისუფლებისა და მმართველობის ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოთა რეფორმების კომისიის წევრი.
წოდებები
- ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი
- მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი