ძიძიგური ზვიად
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზვიად ძიძიგური – დაიბადა 1964 წლის 31 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ მარანში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი (1986).
სამუშაო გამოცდილება
- წულუკიძის საკოლმეურნეობათაშორისი სამშენებლო ორგანიზაცია, ოსტატი (1986-1987)
- რ/გ საქაგრომშენის სამშენებლო ტრესტი, ინჟინერი (1987-1989)
- საქაგრომშენის N 2 სამშენებლო ტრესტის მოძრავი მექანიზირებული კოლონა, ინჟინერი (1989-1990)
- 25-ე მოძრავი მექანიზირებული კოლონა, ინჟინერი (1990)
- ეროვნულ ძალთ გაერთიანება (კონსერვატორების) თავმჯდომარე (2000-2006)
- ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი (2002-2004): საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული ფრონტი“.
პარლამენტის წევრი
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, სამტრედიის საარჩევნო ოლქი;
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №54 სამტრედიის საარჩევნო ოლქი, ბლოკი „სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს კონსერვატორული პარტია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008): პარტიული სიით „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო - მემარჯვენებები)“.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): მაჟორიტარი, №20 რუსთავის საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან: პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე 2016 წლიდან 2019 წლის 18 ნოემბრამდე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
წყარო
კატეგორიები:
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები 1990-1991
- საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები 2004-2008
- საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები 2008-2012
- საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები 2012-2016
- საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები 2016-2020
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- თბილისის საკრებულოს წევრები
- ძიძიგურები