გელანტია ტარიელ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ტარიელ გელანტია – დაიბადა 1951 წლის 18 მარტს დაბა ხობში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება – იყო თსუ პოლიტიკური ეკონომიკის კათედრის ასისტენტი, დოცენტი (1978-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ხობის საარჩევნო ოლქი, პრეზიდიუმის წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).