თოიძე პაატა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პაატა თოიძე – დაიბადა 1955 წლის 23 მაისს ქ. მახარაძეში (ოზურგეთი).
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი (1977); ასპირანტურა (1983).
სამუშაო გამოცდილება – არქიტექტურა და ქალაქგეგმარება.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირი, მაჟორიტარი, ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, კულტურისა და განათლების კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).