კვიციანი კანდიდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კანდიდ კვიციანი – დაიბადა 1949 წლის 1 მაისს მესტიაში.
განათლება – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი (1975).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა საავტომობილო გზების სამინისტროს სისტემაში 1976 წლიდან.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი.
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №47 მესტიის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.
სახელმწიფო ჯილდოები
- ვახტანგ გორგასლის ღირსების ორდენის კავალერი
- ღირსების ორდენის კავალერი.