მინდიაშვილი არჩილ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არჩილ მინდიაშვილი – დაიბადა 1956 წლის 27 მაისს.
განათლება – თბილისის სასულიერო სემინარია; საქართველოს ეკლესიის დეკანოზი.
შრომითი გამოცდილება
- 1980 წლიდან დიაკვანი, მღვდელი;
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).