პაატაშვილი თედო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თედო პაატაშვილი – დაიბადა 1957 წლის 19 ივნისს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი (1979).
სამუშაო გამოცდილება – სამეცნიერო საქმიანობა (1984-90).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე;
- სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): პროპორციული წესით, №1 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქი, „ქარტია-91“, საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით - ბლოკი „საქართველოს აღორძინება“; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).