სიჭინავა ანზორ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ანზორ სიჭინავა – დაიბადა 1960 წლის 12 მარტს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ლესიჭინეში.
განათლება – აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (1984).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, ჩხოროწყუს №95 საარჩევნო ოლქი, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომისიის წევრი.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).