ქორიძე თეიმურაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თეიმურაზ ქორიძე – დაიბადა 1954 წლის 1 აპრილს სამტრედიაში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა.
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, თბილისის მუხიანის №26 საარჩევნო ოლქი, საქართველოს ჰელსინკის კავშირი; კულტურის, განათლებისა და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).