ტაკიძე ამირან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ამირან ტაკიძე – დაიბადა 1958 წლის 24 აგვისტოს ქობულეთის რაიონის სოფელ ალამბარში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1980).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას.
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1991-96).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, საარჩევნო ბლოკი „მშვიდობა“, პარლამენტის სპიკერის თანაშემწე.
- პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრი.