გეგენავა ჰამლეტ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჰამლეტ გეგენავა – (დ. 10 ივლისი, 1935, სამტრედიის რაიონის სოფელი ნაჩხეტაური – გ. 11 ნოემბერი, 2014). სამხედრო პირი. ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერი.
განათლება – თბილისის სამხედრო სასწავლებელი (1957). სამხედრო სამსახური (1958-70).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა საქართველოს სამხედრო კომისარიატის და სამოქალაქო თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1970-95).
- პარლამენტის წევრი (1995-99) საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- საქართველოს სამხედრო ძალების ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე (1994-2013).