სურმანიძე ედვარდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ედვარდ სურმანიძე – დაიბადა 1964 წლის 1 ნოემბერს დაბა ქედაში.
განათლება – ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი (1988). სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1995-99): მაჟორიტარი, №80 ქედის საარჩევნო ოლქი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №39 ასპინძის საარჩევნო ოლქი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“; აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე.