ნადირაძე ელდერ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ელდერ ნადირაძე – დაიბადა 1949 წლის 15 სექტემბერს საჩხერეში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1972).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით - ბლოკი „საქართველოს აღორძინება“; ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი.
სამეცნიერო წოდებები
- ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.
- სამეცნიერო ნაშრომების, მონოგრაფიების ავტორი.