სიგუა სოსო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
სოსო სიგუა – დაიბადა 1949 წლის 16 ივნისს მარტვილში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ და ლიტერატურულ-საგამომცემლო საქმიანობას.
- პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტის წევრი.
სამეცნიერო წოდებები
დაიცვა სადოქტორო დისერტაცია; წიგნების, მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიის ავტორი.
პრემიები
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.