ბეჟაშვილი ლევან
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ლევან ბეჟაშვილი – დაიბადა 1974 წლის 9 ნოემბერს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1996).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა პარლამენტის აპარატში;
- საქართველოს პარლამენტის წევრი (2004-2008) პარტიული სიით - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.
- პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში (2008).
- კონტროლის პალატის თავმჯდომარე (2008- 2012).
- საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი (2009-2010).
- პარლამენტის წევრი 2012 წლიდან: პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი, ფრაქციის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილე.