კაკალაშვილი გურამ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გურამ კაკალაშვილი – დაიბადა 1965 წლის 22 მარტს თბილისში.
განათლება – საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (1989). სამხედრო სამსახური (1983-85).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა სამეურნეო და ადგილობრივი მმართველობის სფეროში.
- პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
- პარლამენტის წევრი (2008-2012): მაჟორიტარი, №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი.