ბაიანდურიანი არმენაკ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
არმენაკ ბაიანდურიანი – დაიბადა 1953 წლის 12 სექტემბერს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ დაღეთ-ხაჩენში.
განათლება – ერევნის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (2000).
სამუშაო გამოცდილება – მუშაობდა სომხურ დრამატულ თეატრში. პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.
ღირსების ორდენის კავალერი.