კობერიძე გელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გელა კობერიძე – დაიბადა 1952 წლის 15 ოქტომბერს ონის რაიონის სოფელ ცხმორში.
განათლება – საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი (1976).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე;
- 1-ლი მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრი;
- მე-3 მოწვევის საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-93): საკომპენსაციო სიით, „ქარტია-91“, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).