ლეკიშვილი ნიკოლოზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ნიკოლოზ ლეკიშვილი – დაიბადა 1947 წლის 20 აპრილს თბილისში.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი (1965-1971).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო სფეროში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე.
- მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი (1992): მაჟორიტარი, №2.8 დიდუბის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, კომისიის თავმჯდომარე.
- პრემიერ-მინისტრის მოადგილე (1993);
- ქალაქ თბილისის მერი (1993-95);
- საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (1995-98);
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, სმკ, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი, დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე.