კირბალის კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:42, 1 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კირბალის კვირაცხოვლის ეკლესია - ეკლესია დგას საქართველოში, შდაი ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის ცენტრში. თარიღდება XVIII-XIX საუკუნეებით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (12,8 X 7 მ), ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია შირიმის ქვით. შესასვლელი სამხრეთითაა. ნახევარწრიულ აბსიდში ერთი დიდი სარკმელია. თითო ასეთივე სარკმელი სამხრეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადზე, კარის თავზე ჩასმულია მარმარილოს წარწერიანი ფილა (წარწერა წაშლილია).

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები